ევროპის საუკეთესო სალაშქრო ადგილები

  • Home
  • მთავარი
  • ევროპის საუკეთესო სალაშქრო ადგილები

კორონავირუსის გლობალურმა გავრცელებამ საზოგადოებაში სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის დონე საგრძნობლად გაზარდა, ფაქტია, რომ ჩვენს გონებაზე და სხეულზე ზრუნვა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ეს დღევანდელობაშია. 

პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ერთერთი მათგანი კი ბუნებაში ლაშქრობაა. საოცარი ხედები, სუფთა ჰაერი, ბუნების ხმები და სუნი დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე.

ქვემოთ მოცემულია ექვსი საუკეთესო ადგილი ევროპაში ლაშქრობის მოსაწყობად:

     1. მონბლანი – საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია

მათთვის, ვისაც სურთ მრავალდღიან ლაშქრობებში მონაწილეობის მიღება მონბლანის მწვერვალი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, ევროპაში ლაშქრობისთვის ეს არის ერთერთი ყველაზე ცნობილი მიმართულება, არცისე მარტივი, თუმცა ძალიან საინტერესო. მოლაშქრეებს ამ მარშრუტის დასაფარად 170 კმ-ის გავლა უწევთ, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ სიმტკიცე და ნავიგაციის კარგი უნარ-ჩვევები, რათა არ გაუჭირდეთ ამ მარშრუტის გავლა.
წარმოდგენილი მარშრუტი მოიცავს სამ ყვეყანას: საფრანგეთს, იტალიასა და შვეიცარიას, ტერიტორიაზე უამრავი სამთო ქოხია ღამით დასასვენებლად, ასევე ქალაქებში გვხვდება ჰოსტელები და B&B ტიპის განთავსების ობიექტები, შესაბამისად ეს ლაშქრობა საკმაოდ ბიუჯეტურია.

     2. ნორვეგიის ფიორდები – ნორვეგია

ნორვეგიის ფიორდები ნამდვილად არის მოლაშქრეების სამოთხე. შეუძლებელია ვისაუბროთ ევროპის ლაშქრობებზე, ისე რომ არ ვახსენოთ ნორვეგიის ფიორდებისა და იქ არსებული მთების უნიკალური კომბინაცია. მოლაშქრეებს აქ შეუძლიათ ნახონ ციცაბო მთები, რომლებიც პირდაპირ ზღვიდან ამოდიან და ქმნიან შესანიშნავ გარემოს საოცარი ლაშქრობების მოსაწყობად.
„ხეტიალის“ უფლება ფიორდებს კიდევ უფრო სასურველ ადგილად აქცევს მოლაშქრეებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ დაათვალიერონ იქ არსებული გარემო და სოფლები, რაიმე განსაკუთრებული ნებართვის მოთხოვნის გარეშე და თავისუფლად მოაწყონ ბანაკები ბუნებაში მეტი დროის გასატარებლად.

     3. რეტეზატის მთები – რუმინეთი

რეტეზატის ეროვნული პარკი და მთები რუმინეთში შესანიშნავი ადგილია ლაშქრობის მოყვარულთათვის, გარდა ამისა, რეტეზატში არის UNESCO-ს მიერ დაცული და კარგად შემონახული ველური ბუნების ზონა, სადაც ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ დათვი, ფოცხვერი, ფრინველი და სხვა უნიკალური არსებები დაინახონ.
რუმინეთში 20 მწვერვალია, მათ შორის ყველაზე მაღალი 2,509 მეტრი სიმაღლისაა. ამ ტერიტორიაზე მოგზაურობით მოლაშქრეები დაჯილდოვდებიან ზღაპრული ხედებით მთიან მხარეში და გამაოგნებელი მყინვარული ტბებით.
ლაშქრობის ნებართვა რეტეზატის რაიონში მოგზაურობისთვის საჭირო არ არის, მაგრამ მოლაშქრეებს მოუწევთ მცირე საფასურის გადახდა ეროვნულ პარკში შესასვლელად. რაც შეეხება, განთავსების ობიექტებს, აქ არის მთის ქოხები, საბანაკე ადგილები და საოჯახო სასტუმროები.

     4. ელ კამინიტო დელ რეი – ესპანეთი

ელ კამინიტო დელ რეი (მეფის პატარა ბოლიკი) არის უზარმაზარი მაგნიტი მღელვარებისა და ადრენალინის მოყვარულთათვის. ეს მარშრუტი ცნობილია, როგორც ყველაზე საშიში საცალფეხო ბილიკი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში.
ლაშქრობა 105 მეტრ სიმაღლეზე, სახიფახო საცალფეხო ბილიკის გავლას მოიცავს და მოლაშქრეებს სთავაზობს განსაცვიფრებელ ხედებს. აქ მოგზაურობისთვის საჭიროა ადგილების წინასწარ დაჯავშნა და, რადგან ლაშქრობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა, მოგზაურებმა აუცილებლად ადგილი უნდა დაჯავშნონ უკან დასაბრუნებელ ავტობუსშიც.

     5. ტრიგლავის მთა – სლოვენია


ტრიგლავის მთა – ადვილად მისასვლელი ქვეყნის დედაქალაქიდან, ეს არის ბუნებრივი სილამაზით სავსე ადგილი, რეგიონი, რომელიც მალე იქცევა ერთერთ საუკეთესო დესტინაციად.
ტრიგლავის მთა შენასიშნავი ადგილია, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მოლაშქრეებისათვის, რადგან აქ არის სხვადასხვა სირთულს დესტინაციები, რამდენიმე საათიანი გასეირნებიდან დაწყებული მრავალდღიანი ლაშქრობებით დამთავრებული, მაგრამ ბუნების მოყვარულებს შეიძლება იმედი გაუცრუვდეთ, როდესაც შეიტყობენ, რომ მათ არ აქვთ კარვების გაშლისა და დაბანაკების უფლება ამ ტერიტორიებზე. აქ განთავსებისთვის გვხვდება ჩვეულებრივი მთის ქოხები გრძელი ლაშქრობების შემთხვევაში და სასტუმროები ერთდღიანი მოგზაურებისათვის.

     6. ლანდმანალაუგარი – ისლანდია


“ცხელი გაზაფხულის მარშრუტი” – ასე ითარგმნება იმ ლაშქრობის სახელწოდება, რომელიც მოიცავს ისლანდიის საინტერესო ლანდშაფტებისა და ლანდმანალაუგარის ცხელი წყლების მონახულებას.
მოლაშქრეებს აქ შეუძლიათ ნახონ მუდმივად ცვალებადი ლანდშაფტი, მათ შორის ცისარტყელას მსგავსი ზოლიანი მთები, გამწვანება, მყინვარები, ცხელი წყაროები და განსხვავებული კლდეები.
დროის არსებობის შემთხვევაში, იდეალური გადაწყვეტილებაა ბანაობა ცხელ წყაროებში, რაც მოლაშქრეებს დაეხმარება სრულად დატკბნენ ისლანდიის გეოთერმული სილამაზით.

 

წყარო: Euronews

ავტორი: სოფო უშხვანი

 

Tags: