ევროპელი ჟურნალისტები აჭარას მაისში ეწვევიან

  • Home
  • მთავარი
  • ევროპელი ჟურნალისტები აჭარას მაისში ეწვევიან

აჭარაში სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული კომპანიების ვიზიტები გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ესტონეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ.

დღეს, მათთვის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა, რომლის შემდეგაც სტუმრებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. ესტონელი სტუმრები დღესვე ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და სასტუმრო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, მოინახულებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მთიან აჭარას.

ესტონეთი აჭარისთვის შედარებით ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია 2017 წლიდან სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით მიმდინარეობს. მზარდია რეგიონში ესტონეთიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც გასულ წელს 88%-იან ზრდას ითვალისწინებდა. წელს, პირველად იწყება ჩარტერული ფრენები ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით.

ესტონეთიდან ინფოტურის პარალელურად რეგიონს ბელარუსი ჟურნალისტები სტუმრობენ, რომლებიც რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებს ამზადებენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მიმდინარე თვის განმავლობაში რეგიონს ჟურნალისტები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდანაც ეწვევიან.

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი