ევროპაში ყველაზე დიდი ეროვნული პარკი ფშავ-ხევსურეთია

ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ეროვნული პარკი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკია. მისი ფართობი 75 800 ჰა-ია.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის შექმნის მიზანია ხელუხლებელი ჰაბიტატების — ჯიხვის და ნიამორის პოპულაციების დაცვა/აღდგენის ხელშეწყობა. ასევე, სხვა მობინადრე სახეობების კონსერვაცია, ენდემიზმით გამორჩეული ალპური და სუბნივალური მცენარეულობისა და ფლორის კომპლექსების დაცვა.

ეროვნულ პაკში, ბუნებრივი გარემოს დაცვის პარალელურად, შესაძლებელია რეკრეაციია, ეკოტურიზმი და საგანმანათლელო საქმიანობის განხორციელება.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

Tags: