“Eurobasket”-ისთვის ახალი სპორტის სასახლე აშენდება

  • Home
  • MICE
  • “Eurobasket”-ისთვის ახალი სპორტის სასახლე აშენდება
Eurobasket 2021

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში 10 000 გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება, რომელიც 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს.

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის მშენებლობის დასაწყებად უკვე მობილიზებულია ტექნიკა. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება და FIBA-ს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი – მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო დაახლოებით 179 მილიონ ლარს ზოგავს, რამდენადაც თავდაპირველი პროექტის ღირებულება თითქმის 250 მილიონ ლარს შეადგენდა.

კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება. ამ დროისთვის, საქართველო სრულ მზადყოფნაში იქნება ევრობასკეტის სამასპინძლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტის, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

წყარო:საქართველოს მთავრობა 

Tags: