„ეთნორალი“ – ახალი თავგადასავალი მეგობრებთან ერთად

  • Home
  • MICE
  • „ეთნორალი“ – ახალი თავგადასავალი მეგობრებთან ერთად
ethno-rally

ეთნორალი გახლავთ ინოვაციური პროექტი, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის უცნობი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაცია გახლავთ. ეთნორალი რვა დღის გამნავლობაში გაიმართება, რომელიც ჩვენი ქვეყნის რვა მხარეს გააერთიანებს : იმერეთი, შიდა ქართლი,მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, თუშეთი, ქვემო ქართლი, სამცხე, ჯავახეთი.

ეთნორალი – არ გახლავთ რბოლა კლასიკური გაგებით. იგი რიგით მძღოლებს სათავგადასავლო რბოლაში მონაწილეობის უნიკალურ შანსს აძლევს. სამოყვარულო რალის სტარტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია.

ინოვაციური პროექტი 2020 წლის 13-20 ივლისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.

„ეთნორალი – ეს გახლავთ არასტანდარტული ტური საქართველოს განსხვავებულ რეგიონებში. მის ფარგლებში გაივლით ისეთ გზებს, რომელიც მეტად გაგაცნობთ და დაგაახლოებთ კუთხეების ფოლკლორს, ადათსა და უნიკალურ კულტურას; მოინახულებთ საქართველოს უძველესი ისტორიის მემატინე ძეგლებს; შეძლებთ ადგილზე გაეცნოთ ღვინის კულტურისა და კულინარიის რეგიონულ თავისებურებებს“ – ვკითხულობთ „ეთნორალის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერძე.

პროექტის ორგანიზატორები ალექსანდრე გიორგიძე და ალექსანდრე პაიკიძე არიან.

წყარო:ეთნო რალი 

 

Tags: