ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა
ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას
ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ბათუმში ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება
ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ტურისტული კომპანია აჭარა ტური-სა და TEZ TOUR Estonia-ის ორგანიზებით ხორციელდება
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი