საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისათვის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსის მინიჭება საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დარგის ერთერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელმაც საფუძველი დაუდო არა მხოლოდ ამ უნიკალური ნაგებობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, არამედ საქართველოს საინჟინრო და ინდუსტრიული მემკვიდრეობის შეფასების, დაცვისა და მდგრადი გამოყენების საკითხის აქტუალიზაციას.
ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის განვითარების კონცეფციით შესაძლებელია კაშხლის გამოყენება სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის. 2017 წლიდან მიმდინარეობს ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის პროექტირება.
სტრატეგიული გეგმა მიზნად ისახავს ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.