სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის აღკვეთილის მიმდებარედ არსებული 460 კვ.მ მიწის, 431 კვ.მ მიწის და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში არსებული 1869 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:
✅არსებული ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას: სათვალთვალო კამერების, ხერგილებისა (შლაგბაუმი) და განათებების მოწყობას;
გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 50 000 ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 წლის განმავლობაში.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო