ელექტრონული აუქციონი დაბა აბასთუმანში

  • Home
  • მთავარი
  • ელექტრონული აუქციონი დაბა აბასთუმანში

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე, 4500კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 64.33.01.032) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3  წლის ვადაში უზრუნველყოს დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ოთხი ერთეული ეკო კოტეჯის, დამხამრე ნაგებობის (სათავსო) და ერთი კვების ობიექტის განთავსებას – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად.

გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიცია. აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

 

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

Tags: