ელექტრონული აუქციონი

Agency for Protected Areas, Auction, Investment

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს მარტვილის რაიონში, სოფ. ინჩხურში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3324 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა:

თანამედროვე, მაღალი ხარისხის პარკინგი და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განახორციელოს მისი ოპერირება/ექსპლუატაცია;

გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 350 000 ლარის ინვესტიცია.

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს: https://bit.ly/34fxmla

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/Tourismcenter.ge/

Tags: