ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 14700 კვ. მ. მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით 45 წლის ვადით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უზრუნველყოს ნაკვეთზე დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ბავშვთა გასართობ მოედანს და 25 ერთეულ კოტეჯს, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად.

ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 წლის განმავლობაში გამარჯვებული ვალდებულია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიცია.

 

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

Tags: