2020 წელს თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი შეემატება. დიღმის ჭალების პარკის მოწყობის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო, სადაც ეკო ხიდი მოეწყობა. პარკის ტერიტორიაზე ჯამში, დამატებით 752 ახალი მცენარე გაშენდება.
წყარო: რა კეთდება