დიდი მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება…

  • Home
  • ბლოგები
  • დიდი მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება…

მოგზაურობა ხომ ახალი ნაცნობობაა, სიახლეა, ახალი ცხოვრებაა, სრულიად ახალი ცხოვრება და თავისთავად ახალი სურვილებიც. მოგზაუობა  ერთ-ერთი საუკეთესო რამაა რამაც შეიძლება სიამოვნება მოგანიჭოთ და ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრებათ. მართალია ხშირ შემთხვევაში, სულაც არაა ადვილი, ჩაალაგო ნივთები და წახვიდე, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელიცაა.

ბევრი ვიფიქრე, რომელი მოგზაურობის შესახებ დამეწერა, და გუშინ მივედი უცებ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს არ გავცდე და დავწერო მარტვილზე, სადაც შარშან ვიყავი პირველად. მინდა ჩემი განცდები და ემოციები გაგიზიაროთ. პირველ რიგში მინდა ისტორია მოგიყვეთ თუ რატომ ჰქვია მარტვილი.

ლეგენდის თანახმად წარმართი ადამიანები თავიანთ კერპს დიდ მუხას სწირავდნენ ჩვილ ბავშვებს და მსხვერპლშეწირვის დროს ამბობდნენ:  ,,მა რტვილი” ანუ “მე მოგკალი”.  მარტვილი ხომ  წამებულს  ნიშნავს და ამიტომაც დაერქვა მარტვილი. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ,  VII საუკუნეში,  ამ მუხის ადგილას აშენდა მოწამეთა ტაძარი. ხოლო II საუკუნეში აშენდა ღვთიშმშობლის მიძინების ტაძარი სადაც გიორგი ჭყონდიდელი  ზრდიდა  დავით ღმაშენებელს. როდესაც ჭყონდიდელი  გარდაიცვალა  დავით აღმაშენებელმა ქუთაისში, გელათში დაკრძალა. საფლავს  წარწერად აქვს ანა კალანდაძის ლექსი:

“—ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან ვისურვე დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით…
—ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები?
ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“…
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ?
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა?
—ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა…”

ჩემი მარტვილში დაუვიწყარი და ძალიან სასიამოვნო მოგზაურობა სულ რაღაც 4 დღე გაგრძელდა. მაგრამ ეს 4 დღე უდრიდა ყველაფერს. როდესაც სამოგზაუროდ მიდიხარ საუკეთესო კამპანიაში უნდა წახვიდე, ეს მოგზაურობის უმნიშვნელოვანესი დეტალია. და მე ნამდვილად გამიმართლა, ვიყავი ისეთ ადამაინებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ჩემი საუკეთესო დაქალის დის ქორწილში ვიყავით სამეგობრო. მიუხედავად იმისა, ძალიან დაკავებული იყო ჩვენი დაქალი მაინც მოახერხა ამ 4 დღეში იმდენი რამე ეჩვენებია და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა პირადად ჩემზე, რომ დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. ეს დღეები უამრავი კურიოზებით იყო სავსე.

თბილისიდან წავედით მანქანით და ყველაზე უსიამოვნო იყო გზაზე ის რომ თავხედი ძროხუნიები დაუპატიჟებლად გვიჭრიდნენ გზას (ეს ცოტა გახალისებისთვის). :))))

ქორწილის მეორე დღეს ვიყავით მარტვილის კანიონზე. და ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი პრივილეგია გავისეირნეთ ორჯერ თან ძალიან ხალისიანი გიდი გვყავდააა და ცოტა გაგვწუწა კიდეც, მაგრამ ამასაც თავისებური ხიბლი ჰქონდააა. ისე მარტვილელები ძალიან ხალისიანი და განსაკუთრებული ხალხია. სტუმართმოყვარეები არიან, უბრალდო ცოტა დაძალება უყვართ ზოგ-ზოგიერთებს სასმელის და ეს ყველგან ასე ხდება, გამონაკლისი არც მარტვილი არაა. ძალიან გული დამწყდა, რომ კანიონის ნაწილი სამწუხაროდ დაკეტილი იყო, ყველაზე ლამაზი ნაწილი და ყველაზე საოცარი. ნავები, რომლითაც ხდება გასეირნება იმდენად მძიმეა, რომ რაღაც ნაწილი ხელით გადატანაა საჭირო და ცოტა დისკონფორტს ხდის, სწორედ ამიტომ მოხდა იმ სამოთხის შაკეტვა. მე იმედი მაქვს მალე ესეც გამოსწორდება და გახსნიან. ყველაზე ღრმა არის 10მ და თუ ცურვა არ იცი, მიუხედავად იმისა ჟილეტი გაცვია… თუმცა იმ სილამაზის ნახვა მაინც შესაძლებელია ოღონდ ზემოდან. შეიძლება გაისერინო დაცულ ტერიტორიაზე და ყოველი ადგილი, ყოველი კუთხე შეისწავლო. ასეთი საოცარი სიმშვიდე, სიწყნარე და სულიერი ამაღლება არსად მიგრძვნია. საოცარი თევზები დაცურავენ და ძალიან განსხვავებული, თან იმდენი არიან და ერთად ულამაზესი სანახავია.

ასევე ვიყავით სალხინოში. ეს ადგილი საოცარია შემოდგომისას, გადაყვითლებული ყველაფერი, და ულამაზესი ხეივანი. გაჟღენთილი იყო რომანტიკით, თან შებინდებისას მოგვიწია იქაურობის დალაშქვრა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შეყვარებულების ადგილი, სადაც შეიძლება იმდენი მუზები შემოგაწვეს, რომ… შედგამ თუ არა ფეხს ეს პოზიტივი და ის ემოცია მაშინვე იგრძნობა, მაშინვე გინდა იყო ჩიტი, გქონდეს ფრთები და უბრალოდ ძალიან ჰაეროვნად იფრინო.

ჩვენი იქ ყოფნას დამეთხვა ზუსტად ჩვენი დაქალის დაბ. დღე ვის ოჯახშიც ვიყავით ჩასულები, და სიურპრიზიც გავუკეთეთ, პატარა მაგრამ მთავარია გულით იყო გაკეთებული.

შეიძლება ითქვას, რომ ეს 4 დღე იყო დაუვიწყარი, ხანმოკლე მაგრამ თითქოს ძალიან ხანგრძლივი…საქართველოს თითოეულ კუთხეს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს და ყველამ უნდა შეიგრძნოს ეს ხიბლი, ყველამ უნდა ნახოს თუნდაც ვითომ უმნიშნელო ადგილი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი თავისი უმნიშველოვანებით.

და მაინც რა არის მოგზაურობა?
მოგზაურობა ვირტუალური სივრცეა, რომელიც სრულდება მაშინ, როცა სრულდება. ასევე არსებობს მრავალი სხვადასხვა გზა და საშუალება მოგზაურობის დასრულებისა. გზებს დასასრული არ აქვთ.

ხოდა მოდით ჩემო მეგობრებო ვიმოგზაუროთ ძალიან ძალიან ბევრი, და ყოველი ადგილი გავხადოთ ჩვენთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებული. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული თუ რას როგორ აღვიქვამთ და მივიღებთ. ვიმოგზაუროთ და ვიყოთ ლაღები, თავისუფლები და მივიღოთ ამ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება. შევძლოთ შეუძლებელი და გადავლახოთ ყველაზე დიდი დაბრკოლებები!!!