მოგზაურობა,ლაშქრობები და ხეტიალი რომელ ბუნების მოყვარულს არ უყვარს,თან საკუთარ კუთხეში,მაგრამ სუსტი ფიზიკური მომზადებით და ორ დღეში მიღებული გადაწყვეტილებით 5 საათის სავალზე წამსვლელი და წასული არავინ მინახავს,თან თოვლში,მაღალმთიან აჭარაში.. ჩემს გარდა!
მოკლედ ასე იყო ეს ამბავი
მეგობრისგან გავიგე რომ ბათუნში ფუნქციონირებდა მოლაშქრეთა და მეკლდეურთა კლუბი, დადიოდნენ სხვადასხვა ადგილებში,მართავდნენ შეჯიბრებებს და კვარიათში კლდეზეც კი ცოცავდნენ. ბევრი არ მიფიქრია, გავიგე კოორდინატები და აწ უკვე გაწევრიანებულ ჩემს მეგობართან ერთად კვარიათში გავეშურე ინსტრუქტორთან სასაუბროდ, შემხედა-შემომხედა კარგი ფიზიკური აღნაგობა გაქვსო,აბა კლდეზე თუ ახვალო, დამაზღვიეს.. მომარგეს აღჭურვილობა და წავედი ზემოთ ზემოთ.. თითო ნაბიჯით. ასე იყო თუ ისე კლდეზე ცოცვა მომეწონა, ზამთრისთვის ღორჯუმის იაილებში წასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი (იალა ეწოდება აჭარლების საზაფხულო საცხოვრებელს,სადაც საქონელიც მიჰყავთ) მაგრამ მე რაღაცნაირი შიში მქონდა თოვლშიდა სიცივეში სიარულის,ამიტომ ყურადღება დიდად არ გამიმახვილებია
7 მარტს ინსტრუქტორმა დამირეკა, რას იზამ ხომ წამოხვალო, გავრისკავ-თქო ვიფიქრე და დავთანხმდი. მის მიერ სპეციალურად შერჩეული ჩემი წონის ნახევარი ბატინკები,დიდი ბებიას მოქსოვილი ანტიკვარი წინდები და საწვიმარი მოვიმარაგე.
9 მარტს გავედით ბათუმიდან, იმდენად სიახლე იყო ჩემთვის ზამთრის ლაშქრობა რომ მგზავრობისას უამრავი ფანტაზია მომივიდა თუ როგორ შეიცვლებოდა ჩემი გამოცდილება მოგზაურობის შემდეგ, რამდენად შევძლებდი ამ ყველაფერს, ერთი სიტყვით დიდი შემართებით ვიყავი.
ტრანსპორტმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა სოფელ ღორჯუმში ერთ ხის სახლში გავათენეთ ღამე, მეორე დღეს დიდი გამოცდა გველოდა,4-5 საათის გზა უნდა გაგველო ფეხით, თოვლში.
დიასახლისმა მეორე სართულზე ცარიელ ოთახში მოგვიჩინა ადგილი, გავშალეთ იატაკზე ჩვენი საძილე ტომრები, პირველად მეძინა ტომარაში,ჭუპრივით შეფუთული,თვალებდაჭყეტილი და სიახლით გაღიმებული ვეჩვეოდი ახალ საწოლს,რომელიც მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჩემი ღამის მეგობარი უნდა გამხდარიყო.
დილით იმდენად შემართებით და მონდომებით მოვიკიდე ჩემი 15 კილოგრამიანი სამგზავრო ჩანთა (რომელშიც 2 დღის სამყოფი საკვები და ტანისამოსი იყო განთავსებული) რომ ვერც კი ვიგრძენი თოვლის სიმაღლესთან და აღმართებთან ერთად როგორ მძიმდებოდა
1. მძიმდებოდა ფეხსაცმელიც.
მაგრამ იმდენად ლამაზი და საუცხოო ხედები მეშლებოდა თვალწინ რომ დაღლად ღირდა.
უამრავი შესვენების,წუწუნის და დაღლის შემდეგ მივაღწიეთ საცხოვრებელს.. სახლი ნახევრად თოვლში იყო ჩაფლული, მაშინ ვიგრძენი თუ რას გრძნობს ადამიანი რომელიც ზღვაშია მიწის დანახვისას, ევრიკა! დავისვენებთ!
2 დღის განმავლობაში ვმორიგეობდით სადილის მომზადებაზე, საღამოობით ვუსმენდით ვუსმენდით ჩვენი გამოცდილი და განათლებული ინსტურქორის ამბებს,რომელიც ისე გვიყვებოდა თუნდაც საქართველოს ისტორიასა და ასტროლოგიაზე რომ თავი ისტორული გმირი და ასტონავტი მეგონა, ვსწავლობდით კვანძების გაკეთებას და ვვარჯიშობდით თუ როგორ უნდა ავსულიყავით მყინვარზე, დაზღვევით და ერთმანეთის ნაბიჯ-ნაბიჯ. ძილის წინ კი ისევ ჭუპრის ფორმებს ვიღებდით.
საკვებად წაღებული კონსერვის და სგუშიონის ცარიელი ქილები უკან წამოვიღეთ, გარემოს დანაგვიანებად ხომ არ შევუწყობდით ხელს.
ამ მოგზაურობამ მასწავლა რომ საკუთარი სამშობლო კარგად უნდა გაიცნო.. ისტორიულადაც და ვიზულაურადაც, მასწავლა თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს არასწორ ნაბიჯებს არა მხოლოდ მთაში, არამედ ცხოვრებაშიც. მასწავლა რომ სურვილი და მონდომება დაგაძლევინებს შიშს და იპოვი საკუთარ თავში ძალას მიზნის მისაღწევად.
ასე რომ..
რაც მეტს ვმოგზაურობთ უფრო მეტი განვითარება მეტის აღმოჩენა შეგვიძლია!