ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, რედაქტორი და ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდი, ჟურნალ “დეკანტერის” ბოლო გამოცემაში, საქართველოს შესახებ წერს. ავტორი მიმოხილვას 2006 წლის რუსეთის ემბარგოთი იწყებს და საუბრობს იმ სირთულეების შესახებ, რაც ამ ფაქტმა ქართული ღვინის ექსპორტს შეუქმნა.
“საქართველო არ არის ერთ-ერთი რიგითი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. დღეისათვის საქართველოს ტერიტორია მიჩნეულია ადგილად, სადაც პირველად მოხდა ვაზის კულტივაცია. აქ აღმოჩენილი 8 000 წლის ყურძნის ნარჩენები მსოფლიოს არქეოლოგების ყურადღების ცენტრში მოექცა” – ნათქვამია სტატიაში.
“საქართველოში ჩასული ღვინის მოყვარულები აღმოაჩენენ, რომ ვაზი საეკლესიო, სახელმწიფო და ეროვნულ კულტურას აერთიანებს.
ავტორი იხსენებს თავის პირველ ვიზიტს საქართველოში და ალავერდის მეტროპოლიტი დავითის სიტყვებს “ღვინო ყოველთვის იყო ღმერთისკენ მიმავალი გზა, ღვინის დაბადება ქვევრში ლოცვას ჰგავს და ისტორია ამტკიცებს, რომ საქართველო ღვთის ვენახია”. ქართველებისთვის ეს სიტყვები მარტივი გასაგებია.
საქართველოში სამუშაო რესურსის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობას ხმარდებოდა, მეღვინეობა კი ყოველთვის წამყვანი დარგი იყო. ურბანულ რეგიონებში თითქმის ყველა ოჯახში მზადდება ღვინო, სარდაფებში, აივნებზე, ვაზის ფოთლების და ყურძის გამოსახულებები გვხვდება ეროვნულ იკონოგრაფიაში. ქართველი თამადა უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.
წელს საქართველო მიწვეული იყო საფრანგეთში ბორდოს გამოფენის სპეციალურ სტურად. ქართულ ღვინოზე დაიწერა რამდენიმე წიგნი. ინეტრესი ქართული ღვინის მიმართ მზარდია, თუმცა ექსპორტიორი ქვეყნების მოწინავე ადგილები ჯერ კიდევ ისეთ ტრადიციულ ქვეყვებს უკავიათ როგორებიცაა რუსეთი, რომელმაც 2013 წელს გააუქმა ემბარგო ქართულ ღვინოზე და უკრაინა. საქართველომ ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დადო ევროკავშირთან და ჩინეთთან. ქართული ღვინო იყიდება ისეთ პოპულარულ სავაჭრო ქსელში, როგორიცაა”Marks & Spencer “ და შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია” – აღნიშნულია სტატიაში.
იხილეთ სტატია: Decanter
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო