“დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა” – გამოფენა გელათის სამონასტრო კომპლექსში

  • Home
  • მთავარი
  • “დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა” – გამოფენა გელათის სამონასტრო კომპლექსში

8 თებერვალს, 13:00 საათზე გელათის სამონასტრო კომპლესთან არსებულ გელათის აკადემიის შენობაში გაიხსნება გამოფენა „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა“, სადაც დავით აღმაშენებლის მეფობის ამსახველი ისტორიული წყაროების ასლები გამოიფინება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ფოტო ასლები.

გარდა გამოფენის მთელი დღე დატვირთული იქნება სხვადსხვა აქტივობებით.

8 თებერვლის პროგრამა:
10:30 – დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება
12:00 – გელათის სამონასტრო კომპლექსი
საზეიმო წირვა, დავით აღმაშენებლის საძვალის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა
გელათის აკადემიის შენობა
13:00 – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა ხელნაწერთა ცენტრის კოლექციებში“
13:30 – საგალობლების ფესტივალი
მონაწილეები: „ანჩისხატი“, „აღსავალი“, „იადგარი“, ბაღდათის სალოტბარო სკოლის გუნდი
18:30 sT. – ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის საზეიმო კონცერტი

წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 

Tags: