დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება

  • Home
  • მთავარი
  • დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ ექვს დაცულ ტერიტორიაზე (პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ნავენახევის მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი) დაინერგა ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა. რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს. სისტემა ამჟამად, სატესტო რეჟიმში მუშაობს.

ახალი სისტემის მეშვეობით, ვიზიტორები შეძლებენ წინასწარ ვებ-გვერდზე: WWW.GURU.GE ელექტრონულად შეიძინონ ბილეთები, რითაც თავიდან აიცილებენ რიგში დგომას.

გარდა ვებ.გვერდისა, ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება შესაბამისი დაცული ტერიტორიების სალაროებში და ბილეთის ყიდვის სწრაფ აპარატებში, რომლებიც ვიზიტორთა ცენტრებშია განთავსებული.

ბილეთის ყიდვის დეტალური სახელმძღვანელო, შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/2HdpKFZ

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო