დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ელექტრონულ აუქციონს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე

  • Home
  • მთავარი
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ელექტრონულ აუქციონს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზედაზნის ტყის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ნაწილზე 75 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვადლებულია განახორციელოს არანაკლებ 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის ინვესტიცია და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის:

ვიზიტორთა ცენტრი
ღამის გასათევ კოტეჯები (არანაკლებ 120 ერთეული)
საკონფერენციო სივრცე (არანაკლებ 2 ერთეული)
კვების ობიექტები
გამაჯანსაღებელ კომპლექსი
ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონა
დამხმარე ნაგებობები (მაგ: სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, სამედიცინო პუნქტი, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის განკუთვნილი ნაგებობა)

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს:  http://bit.ly/2Ido2FI

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო