სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზედაზნის ტყის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ნაწილზე 75 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვადლებულია განახორციელოს არანაკლებ 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის ინვესტიცია და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის:
ვიზიტორთა ცენტრი
ღამის გასათევ კოტეჯები (არანაკლებ 120 ერთეული)
საკონფერენციო სივრცე (არანაკლებ 2 ერთეული)
კვების ობიექტები
გამაჯანსაღებელ კომპლექსი
ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონა
დამხმარე ნაგებობები (მაგ: სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, სამედიცინო პუნქტი, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის განკუთვნილი ნაგებობა)
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://bit.ly/2Ido2FI
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო