2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი.
2019 წლის 4 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
თბილსის ეროვნულ პარკს
პრომეთეს მღვიმეს
ყაზბეგის ეროვნულ პარკს
მარტვილის კანიონს
მტირალას ეროვნულ პარკს
საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. უკვე გაიხსნა ახალი ეკოტურისტული მიმართულება სოფელ კინჩხაში – ოკაცეს ჩანჩქერი.
ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეებია სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. მაისის თვიდან დაინერგა ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს წინასწარ დაგეგმონ ტერიტორიებზე ვიზიტი..
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო