დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% – უცხოელი. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27%-ით არის გაზრდლი. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

• გერმანიიდან
• პოლონეთიდან
• ისრაელიდან
• უკრაინიდან
• რუსეთიდან

9 თვის მონაცემებით ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია:

• პრომეთეს მღვიმე
• მარტვილის კანიონი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• ოკაცეს კანიონი
• თბილსის ეროვნული პარკი

რაც შეეხება კონკრეტულად სექტემბრის თვეს: დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 153 783 ვიზიტორი რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო