საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე დოლოჭოპის ბაზილიკას ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად , აღდგა საკურთხეველში საფეხურები რიყის შერჩეული ქვებით, აღდგა ქვის ტახტრევანი რიყის ქვებით, აღდგა საკურთხეველში ასასვლელი საფეხურები და იატაკი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებზე აღდგენილია და დაწყობილია კედლის წყობები მთელ პერიმეტრზე. გამაგრებულია ტაძრის ინტერიერში არსებული მორყეული სვეტის ბაზები, მოეწყო საკონსერვაციო ფენა ტაძრის კედლების ზედაპირზე, მაღალი ხარისხის კირხსნარით. ტაძარი შემოიღობა უჟანგავი ფოლადის ბადით.ახლად მოწყობილ საკონსერვაციო ფენაზე მოეწყო დროებითი ქვიშის ფენილი ორფა ცელოფანის ბაზაზე.
დოლოჭოპის ბაზილიკის სახელით ცნობილი ეს ნატაძრალი მდებარეობს დღევანდელი ქ. ყვარლის შემოგარენში, მდ. დურუჯის მარჯვენა ნაპირზე, გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარ დოლოჭოპის ტერიტორიაზე; გვიანანტიკურ და ადრეულ შუა საუკუნეებში ეს მიდამოები ქალაქ ნეკრესის უკიდურეს დასავლეთ უბანს წარმოადგენდა.