დაგეგმილია ონის მუზეუმის მშენებლობა

  • Home
  • მთავარი
  • დაგეგმილია ონის მუზეუმის მშენებლობა

2019 წელს დაგეგმილია ონის მუზეუმის მშენებლობა

,,2019 წლიდან დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას და ონსაც ექნება დამატებითი მიზიდულობის ცენტრი, პილიგრიმული ტურიზმის გარდა. მოგეხსენებათ, რომ ონში არის სინაგოგა, რაც ძალიან საინტერესოა ჩვენი ებრაელი ტურისტებისთვის. რაჭაში სხვა სახის მარშრუტების განვითარებაც შესაძლებელია. ონის მუზეუმი, უშუალოდ ონის მხარეთმცოდნეობის და არქეოლოგიური მუზეუმის როლს შეასრულებს და მოიზიდავს მეტ ადამიანს, მათ შორის მკვლევარებს, რომლებიც საქართველოში ჩვენი კულტურის უკეთ გასაცნობად ჩამოდიან.“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო