“დაჩექინდი” რაჭაში

ზაფხულის ტურისტულ სეზონათან დაკავშირებით შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოტოების გადასაღებად სპეციალური მცირე ინფრასტრუქტურა მოეწყო, პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში გეგმავს.

წელს შაორის ტბაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩო დაამონტაჟა. სასურათე ჩარჩო სოციალური ქსელების საშუალებით რაჭის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

სასურათე ჩარჩოები ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ტურისტულ ადგილებში დაამონტაჟა, მათ შორის გუდაურში, შატილში, მესტიასა და სხვა ტურისტულ ადგილებში.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია