ტყიბულში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზა მოეწყობა.
დაგეგმილია ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი და გარე განათება. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა, მომლოცველები და ტურისტები გადაადგილებას უსაფრთხო და კომფორტული გზით შეძლებენ.
წყარო: რა კეთდება