CNN წყალტუბოს შესახებ წერს

მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული ტელეკომპანია წყალტუბოთი დაინტერესდა და მის შესახებ სტატიას წერს.

“ლტოლვილთა თავშესაფრად ქცეული საბჭოთა ეპოქის სანატორიუმი” – ამ სათაურით აქვეყნებს CNN-ის ჟურნალისტი ტომ სეიმური, თავის სტატიას წყალტუბოს სანატორიუმის შესახებ.

სტატიას თან დართული აქვს ძალიან საიტერესო ფოტოები, რომელიც ფოტოგრაფ რაიან კუპმენის ნამუშევრებია. იგი 5 წლის განმავლობაში ცდილობდა ახლოს გაცნობოდა ამ შენობის და მასში მცხოვრები ადამიანების ისტორიას და ამგვარად მან შეძლო ყველაზე ნამდვილი ისტორიების ფირზე აღბეჭდვა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ წყალტუბოს სანატორიუმი, რომელიც საბჭოთა ეპოქის დროს აშენებული სანატორიუმებიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ამჯერად ლტოლვილთა თავშესაფრად და ბავშვების სათამაშო მოედნად არის ქცეული.

სტატიაში ვრცლად არის აღწერილი წყალტუბოს ბუნებრივი სიმდიდრის, თერმული წყლებისა და საბჭოთა კავშირის დროს აქ არსებული შენონების შესახებ.

ასევე სტატიაში ნახსენებია აფხაზეთის ომი, რომელიც ქვეყნისთვის საკმაოდ ზიანის მომტანი აღმოჩნდა. ამ დროს აფხაზეთიდან ლტოლვილებმა სწორედ წყალტუბოს სანატორიუმს შეაფარეს თავი და დღემდე იქ ცხოვრობენ. ასევე სამწუხარო ფაქტია, რომ გარემო პირობებთან ერთად, თავად მაცხოვრებლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს შენობას, მასში არსებული ძვირფასი მეტალების გაყიდვითა და ზამთრის სიცივის გადასატანად ხის იატაკის დაწვით.

იხილეთ სტატია: The abandoned Soviet-era spas a community of refugees calls home

Tags: