ქედაში მიმდინარეობს ყურძნის უნიკალური ჯიშის, ჩხავერის რთველი. წელს ქედის მუნიციპალიტეტში ელოდებიან ჩხავერის ყურძნის 200 ტონამდე მოსავალს. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაიოში, ოთარ ლორთქიფანიძის ვენახში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გიორგი სურმანიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა ჩხავერის რთველში.
მევენახე ფერმერს ჩხავერის ჯიში გაშენებული აქვს 2000 კვ.მ. ფართობზე. აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში – 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით 20 ჰა ფართობია დაკავებული. მიმდინარე წელს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის “მაღალექექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში 4.5 ჰა ფართობზე 30 ბენეფიციარი გააშენებს 10 000 ძირი ჩხავერისა და ცოლიკაურის ჯიშის ვაზის ბაღებს.
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო