ჩემი გერმანიააა…

მე – ყველაზე დიდი რეალისტი, რომანტიზმის მეწამული მანტიით მოსილი, სქესით – მდედრი და მდგომარეობით – მარტოსული, ვებრძვი ცხოვრებას.

მინდა მოგითხროთ ჩემი თვალით დანახული გერმანიის შესახებ. დროთა განმავლობაში ქვეყანამ არაერთი ცვლილება განიცადა, ეს ქვეყანა ფაქტიურად დადგა  ფეხზე ისე თითქოს არაფერი ყოფილა. ფენიქსივით ფერფლისგან აღზევდა. ქვეყანა, რომელიც ძალიან მოკლე დროში წელში გაიმართა და მე ქედს ვიხრი მის წინაშე, მისი მოსახლეობის წინაშე, მოსახლეობის რომელსაც ასე ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, მოსახელობა რომელიც აფასების და ძვირფასია მისი ქვეყანა.

გერმანია საოცარია თავისი არქიტექტურით და ტრადიციებით. შეიძლება ითქვას რაღაც ჩარჩოებში ცხოვრობენ, მაგრამ მე ვაფასებ ამ ყველაფერს. ზუსტად ამ ჩარჩოების საშუალებით შეინარჩუნა მან თავისი უნიკალური სახე.

მოდით დავიწყოთ სულ სულ თავიდან ჩემი ზოგადად გერმანულ ენასთან და გერმანიასთან შეხება როგორ მოხდა და საიდან…ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და მივედი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოური ენების ცენტრში სამუშაოდ. პროფ. ქ-ნ მანანა ქუთელიას დამსახურებით ვარ ახლა ის რაც ვარ და მაქვს გერმანიის მიმართ ასეთი თბილი, ტკბილი და სათუთი გრძნობა. სწორედი ეს ადამიანი იყო ვინც ზოგადად მაზიარა გერმანულს და გერმანიას. თუცა მას შემდეგ 8 წელი გავიდა და მხოლოდ ახლა შევძელი გერმანიის მონახულება. ესეც ალბათ ბედისწერაა. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ისე ხდება როგორც გიწერია…ასე რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს…შემდეგი ჩემი გერმანულ ენასთან შეხება იყო უკვე მაგისტარუტაში, როგორც მეორე ენა. მინდა გაგიმხილოდ, რომ ეს ენა იყო იმ დღემდე ჩემთვის ყველაზე უხეში და არასასურველი, მანამ სანამ პროფ. თეა მასწავლებელმა არ შემაყვარა ყველაზე ყველაზე ძალიან…ამისთვის ვუხდი მას უდიდეს მადლობას…

გერმანია არის ქვეყანა, ერთადერთი ქვეყანა შემიძლია თამამად ვთქვა სადაც მინდა ყველა ქალაქი, ყველა პატარა სოფელი და კუთხე კუნჭული მოვინახულო. არ მინდა არცერთი ადგილი დავტოვო…

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი შეხება გერმანიასთან დაიწყო მიუნხენით. ბავარიის ულამაზესი დედქალაქი, საკვანძო წერტილი ალპებისკენ მიმავალ გზაზე და ოქტობერფესტის მასპინძელი ქალაქი. ეს არის ქალაქი სადაც ვიცხოვრებდი ძალიან დიდი სიამოვნებით. ამ ქალქაში ჯერ კიდევ შემორჩენილია სიძველე, ეს არის ძალიან მოწერიგებული, საქმიანი და უთბილესი ქალაქი. ბავარიის დედაქალაქის ოფიციალური დევიზი – „მიუნხენს უყვარხართ თქვენ“. მიუნხენი – მარტო მხიარული ოქტობერფესტი, დიადი საფეხბურთო გუნდი და ავტომობილების მექა როდია. გერმანიის სამხრეთით, ალპების ძირას, მდინარე იზარის ნაპირზე გაჭიმული ქალაქი დიდებული ტაძრებით, სააღლუმე მოედნებით, მდიდრულად მორთული ფასადებიანი ძველი სახლებითა და დარაბებზე გამოფენილი ყვავილებიანი კალათებით იზიდავს მილიონობით ადამიანს. ქალაქის ისტორიული ცენტრი Altstadt-Lehel, ან უბრალოდ ალტშტადტი – სწორედ აქ არის თავმოყრილი ღირსშესანიშნაობების უმეტესობა: ორივე რატუშა, ბავარიელი მეფეების ყოფილი რეზიდენციანაციონალური თეატრი, ლეგენდარული ხოფბროიჰაუსი და ფრაუენკირხეს ეკლესია. აქვეა ცნობილი მარკების ბუტიკები, სავაჭრო ცენტრები, უამრავი რესტორანი და სასტუმრო. ამ ყველაფერს გვირგვინად ადევს ძველი კარიბჭე, რომელსაც ალტშტადტში მიყავხარ: ესენია Karlstor, Isartor და Sendlinger Tor.

არ შემიძლია არ ავღნიშნო, ჩვენი სასტუმრო…ეს იყო მოვლენა და შოკი…”Motel number one”. მართლაც რომ ნომერი პირველი იყო…ასეთი კონფორტი მე ცხოვრებაში არსად არ მიგრძვნია. ან რა ხედი…ან რა სიმწვანე…ან რა ეზო…ან რა საუზმე…მყუდრო და ულამაზესი სასტუმრო…წვიმა დაგვემთხვა ზუსტად ერთ დღეს მიუნხენში და თავიანთი საფირმო ქოლგებიც კი გვათხოვეს…

ზოგადად ჩემი სისუსტეა კათოლიკური ეკლესიების დათვალიერება. საოცრება იყო ორღანი, რომელიც ღვთაებრივი ჰანგებით ამკობდა მიუნხენის ეკლესიებს.

უალმაზესი იყო ინგლისური ბაღი. იქ უნდა მიხვიდე და მთელი დღე წამოწოლილი ბალახზე გაატარო საუცარი ერთი დღე. და ყველაზე მაგარიიიიი BMW-ს მუზეუმი. ეს იყო აუღწერელი სიამოვნება…ეს უბრალოდ უნდა ნახო…სიტყვებიც კი არ მყოფნის რომ ავღწერო…პატარა ბავშვივით უბედნიერესი ვიყავი, რომ ამ მუზეომში მოვხვდი.

პატარა ბავშვივით ვიყავი ასევე სათამაშოების მუზეუმში…ეს იყო საოცრებათა ქალაქი ფაქტიურად…ცოტა ხანი ვიყავი ულამაზეს ზღაპარში…საიდანაც გამოსვლა არ მინდოდა…

რაც შეეხება ლუდს…მე ზოგადად არ მიყვარს ლუდი და ვერ ვსვამ, მაგრამ ჩემს დაქალს შეპირებული ვიყავი, რომ გერმანიაში აუცილებლად დავლევდი ერთ კათხა ლუდს…და პირობა შევარულე კიდეც…თუმცა დიდი სიამოვნებითაც დავლიე მთელი კათხა ლუდი ბოლომდე…ეს იყო ლიმნის არომატიანი ლუდი…უგემრიელესი…გირჩევთ მათ ვისაც მოხვდებით HB-ში.

კიდევ, რაც ყველაზე მთავარია არაჩვეულებრივად აქვთ მოწყობილი მეტრო…ისე რომ უცხოელი ყველგან გააგნებს გზას და არ დაიაკრგება.

მეტროზე გამახსენდა ძალიან სასაცილო ამბავი, ახლა კი მეცინება მაგრამ მაშინ აშკარად სასაცილოდ არ გვქონდა საქმე მაკას და მე…რატომ ხდება, როდესაც სადღაც გეჩქარება მაშინ იქცევა მსოფლიო…მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო ინგლისური ბაღიდან წამოვედით მეტროთი…ცენტრალურ მოედანზე გვინდოდა გავლა სანამ 4 საათზე აალენის მატარებელს გავყებოდით, რომ სუვენირები შეგვეძინა, თან დროში ვიწვებოდით…ყოველი წუთი და წამი გათვლილი გვქონდა… პირველ გაჩერებაზე გაჩერდა მეტრო, და ცოტა არ იყო დააყოვნა წასვლა, მაგრამ ბოლოს მაინც დაიძრა…აი მეორე გაჩერებაზე რომ მივიდა გაჩერდა და გაჩერდა…გავიდა 10 წთ და ვერ ვიგებთ რა ხდება, რატომ არ მივდიოდით, არადა უკვე თითქმის 3 საათია, ბარგი ასაღები გვაქვს და ორივე გაჩერება კიდევ დარჩენილია, ფეხით ვერ მოვასწრებდით…ვერავინ ვერაფერი ვერ გვითხრა, და კიდევ კარგი აღმოჩნდა ერთი ღვთისნიერი ბიჭი რომელმაც აგვიხსნა, თურმე ლიანდაგზე ბრძანდება მისი აღმატებულება ცუგა და ამიტომ ვერ მივდივართ…მაშველების ცდილობდნენ ამოიყვანას, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებდნენ. და მანვე გვირჩია, რომ ავსულიყავით და სხვა რამეს გავყოლოდით…გამოვიქეცით და მოხდა კიდევ მეორე საოცრება…ჩვენს წინ მიდიოდა ერთი ძალიან სასიამოვნო ქალბატონი ვისაც მაკუნამ კითხა თუ როგორ მოვხვდებოდით სასტუმრომდე…იმ ქალმა მე მანქანა გამიზიარესო და შემიძლია მანქანით წაგიყვანოთო…აი ასეთი საოცრებებიც ხდება…ძალიან ძალიან გაგვიმართლა…უსაყვარლესი ქალი შეგვხვდა და მანქანითაც გავისეირნეთ ისეთ ტერიტორიაზე სადაც არ ვყოფილვართ…

შემდეგი გაჩერაბ იყო აალენი…ქალაქი სადაც ჩემი დაქალი ცხოვრობს. ეს ქალაქი არის ძალიან პატარა, კუსკუსა და საყვარელი. ყველაზე მეტად რაც გერმანიაში მაგიჟებს და მხიბლავს ეს არის სახლები, საოცარი მოვლილი ეზოებიიიიი და ყვავილები, ბუნების პატივისცემა…ამ ყველაფრის შემდეგ აღარ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს ბუნება…ამ ქალაქში მოვხვი ასევე ფესტივალზე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ, და მათ შორის საქართველოც იყო და მეამაყებოდა ეს ყველაფერი…

ასევე უნდა ავღნიშნო კიდევ ძალიან მაგარი ფაქტი…ამ ქალაქში გავიცანი ორი უსაყვარლესი ადამიანი, წყვილი, რომელბიც საოცრება ადამიანები არიან…ასეთი ადამიანები მეგონა აღარ არსებობედნენ…ორი ქართველი, რომლის გაცნობითაც მე ძალიან ბედნიერი ვარ…მე მშვიდად ვარ, რომ მაკა ასეთი ადამიანების გვერდით არის უცხო ქვეყანაში…მე არ მეშინია, რომ მასე რამე გაუჭირდება…ეს ორი ადამიანი ვიცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით იქნებიან და არ დატოვებენ გასაჭირში…აალენიდან მანქანით წამოგვიყვანეს მემინნგენის აეროპორტამდე…ღვთისგან მოვლენი ორი საოცრება…უმაგრესი ადამიანები ხართ…არაამქვეყნიური…ძალიან მოკლედ დროში შემაყვარეთ თავი…თბილი და ტკბილი ადამიანებიიიი…და ერთი ქალბატონი, რომელიც არის უთბილესი, ამხელა სითბო პირველივე ნახვაზე…მადლობა ამ დიდი გულისთვის თქვენ რაც გაქვთ…

მესამე ქალაქი, რომელიც ამ ჯერზე მოვინახულე იყო კაიზერლაუტერინი. არც ისე პატარა, მდიდარი და ულამაზესი ქალაქი. დიდი სავაჭრო ცენტრით და ისევ და ისევ ულამაზესი სახლებით. და კიდევ უგემრელესი ცივი ყავა ნაყინით და ცივი შოკოლადი ნაყინით…უგემრიელესი აქვთ…მადლობააა მარის ასეთი გემრიელი რამე რომ გაგვასინჯაააა…ძალიან საყვარელი გოგო ხარ შენ…ვისიამოვნეთ შენი დამსახურებით ამ ქალაქში მოგზაურობით…კიდევ ერთი ქართველი ექიმიიიი…უმაგრესი და უნიჭიერესი ადამიანი…

გერმანიაში ყოფნის 5 დღე იყო ჩემთვის ყველაზე დაუვიწყარი მოგონება…ეს იყო ქვეყანა სადაც წლები ვიცხოვრებდი და არ მომბეზრდებოდა…ქვეყანა, რომელზეც ვიოცნებებდი ცხოვრებაში…ჩემი ცხოვრების წარუშლელი შთაბეჭდილებები და სითბო გულში, რომელიც დამიტოვა…და ყველაზე მთავარი რაცაა და უნდა ავღნიშნო, ეს მოგზაურობა ასეთი საოცარი არ იქნებოდა რომ არა ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემს გვერდით…დიდი მადლობაა თქვენ ჩემო გოგოებო ამ ლამაზი დღეებისთვის, მაკუნააა ძალიან ძალიან მიყვარხარ და მენატრებიიიი, ეკიტააა ჩემი გოგოოოო მაგარი გოგო ხარ და მიყვარხარ… ლიზიიი ძალიან მიხარია რომ გაგიცანი და ძალიან მიყვარხარ…ჩემი არაჩვეულებრივი სამეული…თქვენი დამსახურებაა ეს საოცარი მოგზაურობა!!!

 

cof

bdr

bdr

dav

dav

dav

cof

cof

dav

dav

dav

dav

dav

bty

dav

dav

dav

dav

bdr

bdr

cof

bty

bty

bdr

cof

cof

cof

dav

dav

dav

bty

bty

bty

bdr

bty

bty

bty

bty

bdr

bty

bty

bty

bty

bty

bty