მზიანი დილა გათენდა. გუშინ შუა ღამემდე ტექსტებს ვარედაქტირებდი, მეძინება, მაგრამ როგორ უნდა დაიძინო ასეთ ამინდში,როდესაც სტამბოლში ხარ და ლურჯ ტალღებში გახვეული ქალაქი თავისკენ გიხმობს. მესმის მოლას ხმა, რომელიც ლოცვას ასრულებს და მისი ხმა ექოდ ეფინება ერთი ნავსადგურიდან მეორე ნავსადგურისკენ მიმავალ გემებს. სასტუმროში არ ვსაუზმობ. იმ ქუჩაზე გავდივარ, რომელიც მესიზმრებოდა მაშინაც კი ,ვიდრე აქ ჩამოვიდოდი საცხოვრებლად.სიმითს და ყავას ყიდიან ყოველ კუთხეში.საოცარი ფაციფუცია ქალაქში.ასე მგონია ყველაზე მეტი ფული ამ ქალაქში კეთდება. მე მხოლოდ ბროწეულის ფრეშს ვყიდულობ და ენეგრია მემატება.
დილაა,თოლიებს ისევ შიათ! აია – სოფიას წინ,სკამზე ვჯდები და ტელეფონში ვიყურები.მერე ჩემი თავის მცხვენია. აქეთ – იქეთ ვიწყებ სიარულს, ვაკვირდები მინარეთებს და ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ, კარგად უნდა გამოვიყურებოდე,საღამოს სავაჭრო ცენტრს ვესტუმრები.ქუჩები ისეთი სუფთაა ვერ იფიქრებ რომ შემოდგომაა და ეს ფოთლები ალაგ – ალაგ ხეებზე შერჩენილი მხატვრის ტილოებს ჰგავს.ვცდილობ ბუნების პეიზაჟები, კარგად ავღწერო, რადგან მკითხველს აინტერესებს ყველაფერი,რაც ამ ქალაქში ხდება.მე არ დაგიმალავთ და ძალიან ბედნიერი ვარ.მოგზაურობა ჩემს სულს ცვლის.ვმდიდრდები და მავიწყდება ვინ ვარ.