სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ გაიხსნება სასტუმრო 2019 წლის ზაფხულში ამოქმედდება. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 500 000 ლარს შეადგენს და თავდაპირველად 15 ადამიანი დასაქმდება....
ტურისტული დიპლომატიის სასწავლო კურსი აჭარაში დასრულდა. 60-მდე გიდსა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა გადასცეს. წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორის “Pan Ukraine”-ს თანამონაწილეობით საქართველოში უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, სადაც უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 9 დღიანი ინფო-ტურის...
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს სათაფლიის აღკვეთილში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით თოკების პარკის და ჩქაროსნული ჩამოსასვლელის (როლერის) მოწყობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მათი ოპერირების თაობაზე....
დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები ისვენებენ. მათ შორის, ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული ობიექტებიც: პრომეთეს მღვიმე სათაფლია ნავენახევის მღვიმე მარტვილის კანიონი ოკაცეს კანიონი კოლხეთის ეროვნული პარკი საქართველოს ეროვნული პარკები...
თბილისის მეტროპოლიტენში 450 კმ ძალოვანი კაბელის შეცვლა იგეგმება. ასევე, 28 საგვირაბე გამნიავებელი და ახალი, ევროპული სტანდარტის 32 აგრეგატი დამონტაჟდება. აღნიშნული სამუშაოები ივლისიდან დაიწყება და 2020 წლის ივნისში დასრულდება. მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის...
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება დეგრადირებული სივრცეები, მოეწყობა საბავშვო, სავარჯიშო, სპორტული და ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები, ამფითეატრი, ღია საგამოფენო პავილიონი, ველობილიკი, ახალი შადრევანი და სამაგიდე თამაშების პავილიონები.საერთო ჯამში, სრულად...
სატყეო კვლევების საფუძველზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ გრანტი გამოყო, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში მემორანდუმი გაფორმდება და წლის ბოლომდე, დაახლოებით, ექვსკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი გაკეთდება, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს. ამ ბილიკებზე მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის....
2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა შეადგინა 578 მილიონი აშშ დოლარი, რაც 28 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის I კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ზრდა +5%. წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმის განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანებს და მიაწოდოს მათ ტურიზმის შესახებ სიახლეები.