“ბოსფორი სტამბულის სულია “…

ჩემი თვითმფრინავი სტამბულის აზიურ ნაწილში საბიჰაშის აეროპრტში ჩაფრინდა თუ არა, მაშინათვე მობილურით ინტერნეტ სივრცეში დავჩექინდი:) ტაქსში ჩავჯექი და სასტუმროსკენ გავემართე. რადგან საცობში აღმოვჩნდი,დაახლოებით 1 საათში ვიყავი ქალაქის ისტორიულ ნაწილში Fatih- სადაც მდებარეობდა ჩემი სასტუმრო. უზარმაზარი ზურგჩანთა მქონდა მხარზე გადაკიდული,ასე რომ ახლა უკვე ნამდვილი მოგზაური ვიყავი.

ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, რომ აქ ძალიან უყვართ საქმე,რომელსაც აკეთებენ.რესტორნის ფლობელები და ქუჩაში მოვაჭრეებიც კი, გამოირჩევიან საკუთარი საქმის სიყვარულით.ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან.უდიდეს ყურადღებას გამოხატავენ ტურისტების მიმართ და მაღალ დონეზე სთავაზობენ მომსახურეობის სერვის მომხმარებელს. ფლობენ რუსულ და ინგლისურ ენას.კარგად იციან ბიზნესის კეთება და აქვთ რესტორნების და სწრაფი კვების ობიექტების უზარმაზარი ქსელი.რესტორნის მფლობელები თავად ეგებებიან სტუმრებს და „Good luck“-თან ერთად უფასო ჩაის გვთავაზობენ.უფასო სასმელი კი ძალიან ხიბლავთ ტურისტებს.

გზაში უამრავი სელფი გადავიღე და გულჯანეს პარკში ჩამოვჯექი თუ არა,მაშინათვე სკაიპი ჩავრთე, მეგობრისთვის,რომ გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები.

ქალაქში შეხვდები ევროპული ყაიდის პროსპექტებს,აზიური ქალაქის ჩიხებს,დიდებულ მეჩეთებს. ვფიქრობ მე სხვა ქვეყანაში ვარ. ადამიანები აქ ერთმანეთს არ იცნობენ,მაგრამ ყველა ერთმანეთს უღიმის.სწორედ ეს აერთიანებთ ტურისტებს – ერთმანეთის სიყვარული.სტამბოლში ძალიან ბევრი გემრიელი კერძი დავაგემოვნე.გავსინჯე თურქული ლაჰმაჯუნი, ისლიმ ქებაბი,მივირთვი სიმიტი- თურქული ბლითები სეზამის მარცვლებით. მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა, როდესაც შევიძინე მეთევზეებისგან თევზი,რომელიც მათივე დახმარებით შუა ცეცხლთან ქუჩაში შევწვი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

ქუჩებში ყველგან დგას სპეციალური მოწყობილობა,რომლის საშუალებითაც ამზადებენ ბროწეულის ნატურალურ წვენს. ფრეში დაახლოებით 5 ევრო ღირს,მაგრამ თქვენს თვალწინ რამდენიმე ბროწეულისგან ამზადებენ ამ წვენს,რომელიც ძალიან გემრიელია. არ შემიძლია არ ავღნიშნო თურქული ყავის არომატი,ფახლავა,ლახათ-ლუხუმი,შერბეთი და სხვა უამრავი გემრიელობები.

ძალიან ლამაზი ადგილია გულჯანეს პარკი. ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ისვენებენ და ეფიცხებიან აქ მზეს. ივსებიან ენერგიით და შემდეგ უბრუნდებიან ოფისებს თუ მეგაპოლისებს.ტურისტები კი აგრძელებენ ქალაქის დათვალიერებას.

სასტუმროს ვერანდიდან ძალიან კარგად ჩანს ბოსფორის სრუტე.ულამაზესი ხედია გადაშლილი ჩემს თვალწინ.როგორც ფილმებში მინახავს სწორედ ისე დაფრინავენ თოლიები ნაპირზე და თავისუფლებით ტკბებიან.ბოსფორი სტამბოლის სულია. „ადამიანი, რომელიც გემით სწრაფად მიცურავს ბოსფორის მოუსვენარ წყალზე, გრძნობს, როგორ ივსება ზღვის სიძლიერით და ხვდება, რომ აქაც, ადამიანთა ჭიანჭველეთში, შეიძლება თავი მარტოდ და თავისუფლად იგრძნო“. (ორჰან ფამუქი)

ახლა სასტუმროს ვერანდაზე მივირთვი ფინჯანი ყავა.ძალიან კარგად ჩანს ბოსფორის სრუტე.ულამაზესი ხედია გადაშლილი ჩემს თვალწინ.როგორც ფილმებში მინახავს სწორედ ისე დაფრინავენ თოლიები ნაპირზე და თავისუფლებით ტკბებიან.ბოსფორი სტამბოლის სულია. სწორედ ამ ულამაზეს ადგილას მივხვდი რომ ჩემი სიყვარული მარადიულია,რადგან წუთითაც არ მშორდება ფიქრები მასზე.
მიმტანმა ქაღალდში გამიხვია ბლითები სეზამის მარცვლებით და მეც ბედნიერი სახით დავეშვი კიბეებზე და ევროპული ყაიდის პროსპექზე გამოვედი.ბევრი ვიარე,მაგრამ ამ ფოტოზე ახლა აია- სოფლის ტაძართან ახლოს ვდგავარ.ვიღიმი და ვფიქრობ,რომ ღმერთი ადამიანებს ყველგან დაჰყვება თან.
მოგეხსენებათ “აია სოფიას” ტაძარი,ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში. ალბათ როგორ ამაყობენ თურქები,რომ ქრისტიანების უდიდესი სამლოცველო მუზეუმად აქციეს.მოვიწყინე ამის გამო. ჩამოვჯექი აია -სოფიას ეზოში. გავიფიქრე,ნუთუ შეულძებელია რომ დაუბრუნდეს იგი
ისევ მართლმადიდებულ ქრისტიანულ სარწმუნოებას? ! მათ ვისაც ეკუთვნოდათ საუკუნეების მანძილზე ?!  მოვიკიდე ზურგჩანთა და  დავეშვი ფეხით  ქვაფენილზე.