საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში კავალერიის შენობის რესტავრაცია/რეაბილიტაციას და მუზეუმად ადაპტაციის პროექტს იწყებს.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 3 მილიონი ლარია. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია შენობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებულია ტენდერი.მუზეუმში განთავსდება საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, კაფე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და სველი წერტილები.