“ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის” პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

  • Home
  • მთავარი
  • “ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის” პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

“ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის” პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

“ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის” პროექტი შემუშავდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის – “საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა” ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით. წარმოდგენილი პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში, 4 დეკემბერს, გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები და არასამთავრობო ორგანიზაციები, შეხვედრაზე განიხილეს დოკუმენტის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

დაინტერესებული მხარეების ინფორმირების მიზნით, დოკუმენტი 2020 წლის 4 ნოემბერს წინასწარ გამოქვეყნდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე – apa.gov.ge. დოკუმენტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნების გამოგზავნა კი შესაძლებელი იყო სააგენტოს ელ.ფოსტაზე – pr.apa.gov@gmail.com. ონლაინ განხილვაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, 4 დეკემბრამდე სურვილის გამოთქმის შემთხვევაში.

 

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

Tags: