საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორ-დონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას.
ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო