ტურიზმის განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
კონკურსი დაიწყო 5 თებერვალს და ნამუშევრების მიღება გრძელდებოდა 5 მარტამდე.
კონკურსის განმავლობაში სულ შემოვიდა 400 ბლოგი და კომპეტენტური ჟიურის წევრებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა გამოავლინა გამარჯვებულები.
საუკეთესო 5 ბლოგის ავტორი დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზით.
ჟიურის გადაწყვეტილებით,
პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა ბლოგმა ”პორტრეტი / Portrait” (იხ. ბლოგი: https://goo.gl/JxEses) და დასაჩუქრდა “გუდ თრეველის” მიერ დაწესებული პრიზით: 8 დღიანი ტური – იტალია, შვეიცარია და ლიხტენშტეინის სამთავრო (2 კაციანი საგზური).
მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ბლოგმა “შეხვედრა დალაი ლამასთან და ინდური ტიბეტის სხვა ამბები” (იხ. ბლოგი: https://goo.gl/ekyKG7) და დასაჩუქრდა „ფლაი თრეველის“ მიერ დაწესებული პრიზით: 3 დღიანი ჯიპ ტური თუშეთში (2 კაციანი საგზური).
მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ბლოგმა “ჯადოსნური ვენეცია”(იხ. ბლოგი: https://goo.gl/7MHsTZ) და დასაჩუქრდა „როიალ ბატონის” მიერ დაწესებული პრიზით: 1 ღამე (2 კაციანი საგზური) – სასტუმრო „როიალ ბატონში”.
პროექტის სპონსორის, “მაი ტურს” რჩეულები დასაჩუქრდნენ:
- ბლოგი “მისია შესრულებულია” (იხ. ბლოგი: https://goo.gl/YNHhgF) დასაჩუქრდა “მაი ტურსის” მიერ დაწესებული პრიზით: 3 დღიანი ტური ბაქოში (1 კაციანი საგზური).
- ბლოგი “აღმოაჩინე!” (იხ. ბლოგი: https://goo.gl/PH8xup) დასაჩუქრდა “მაი ტურსის” მიერ დაწესებული პრიზით: 1 დღიანი შიდა ტური დაშბაშის კანიონზე (2 კაციანი საგზური).
ტურიზმის განვითარების ცენტრი ყველა მონაწილეს მადლობას მოახსენებს მონაწილეობისთვის და წარმატებებს უსურვებს.
შენიშვნა: სულ მალე დაიწყება კიდევ ერთი, ახალი ბლოგერების კონკურსი, რომლის შესახებ ინფორმაციას გაიგებთ ჩვენი ფეისბუქ გვერდისა და საიტის საშუალებით!