ბათუმში ე.წ მუყაოს ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები აშენდება

  • Home
  • მთავარი
  • ბათუმში ე.წ მუყაოს ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები აშენდება

ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ასობით ადამიანის ყოფა-ცხოვრებას შეცვლის და დასახლება ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ბინების აშენება და გადაცემა ეტაპობრივად, ფაზების შესაბამისად მოხდება. სამუშაო ჯგუფმა უკვე დაასრულა იქ არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა. უმოკლეს ვადებში დაიდება დასკვნა და უწყვეტ რეჟიმში მოხდება გადაწყვეტილებების მიღება.
პროექტი საბიუჯეტო რესურსით ფინანსდება.

წყარო: ქართული ოცნება