ბათუმში „ახალგაზრდა გარემოსდამცველების“ 3-დღიანი სემინარი გაიმართა

  • Home
  • მთავარი
  • ბათუმში „ახალგაზრდა გარემოსდამცველების“ 3-დღიანი სემინარი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმში „ახალგაზრდა გარემოსდამცველების“ 3-დღიანი სემინარი გაიმართა.

ღონისძიება მშვიდობის კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა კოლხეთის ეროვნული პარკის მოხალისეებმა, ნორჩმა ელჩებმა და ეკო-ბანაკების მონაწილე 20-მა ახალგაზრდამ მიიღო.

სემინარის მონაწილეებმა სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინეს არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. პრეზენტაციის განმავლობაში მიმოიხილეს ის კარიერული შესაძლებლობები, რასაც გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ახალგაზრდებს სთავაზობენ.

სემინარის პრაქტიკული ნაწილი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა, სადაც მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო