ბათუმისთვის ხმის მიცემის დასრულებამდე 20 დღე რჩება

  • Home
  • მთავარი
  • ბათუმისთვის ხმის მიცემის დასრულებამდე 20 დღე რჩება

ბათუმისთვის, როგორც ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულებისთვის ხმის მიცემის დასრულებამდე 20 დღე რჩება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ბათუმის ტურიზმის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ნომინირების თემა გააცნო, ასევე მოუწოდა მათ აქტიურობისა და ჩართულობისკენ.

ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე დარეგისტრირების შემდეგ შეუძლია:

დარეგისტრირდი worldtravelawards.com -ზე,
აირჩიე სექცია VOTE,
გადადი EUROPE კეტეგორიაში,
მოძებნე #44 და #აირჩიებათუმი

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის მთავარ ღონისძიებაზე “World Travel Awards” ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი). ხმის მიცემა 28 აპრილს სრულდება, გამარჯვებული კი 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

სტუდენტებთან შეხვედრისას სულხან ღლონტმა ასევე, ისაუბრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრას ბათუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდა.

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი