ბათუმის შემოვლითი გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება

  • Home
  • მთავარი
  •  ბათუმის შემოვლითი გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება

ბათუმის შემოვლითი გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება.

პროექტის ფარგლებში აშენდება:

  • 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა
  • 19 სახიდე გადასასვლელი
  • 4 სატრანსპორტო კვანძი
  • 5 გვირაბი
  • 57 წყალგამტარი მილი

ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო