ქართული კინოს დღეები საზაფხულო თეატრთან ბათუმელი რეჟისორების მოკლემტრაჟიანი ფილმების კოლექციით „ბათუმის ტალღა“ გაიხსნება
კინოჩვენებების ლოკაცია – ბათუმის ბულვარი (საზაფუხლო თეატრის წინ). კინოჩვენებების დღეები – 2,3,9,11,12,23,24,25 აგვისტო, ხოლო
დრო – დღეში 2 სეანსი: 20.30 სთ და 22.30 სთ.
ბულვარში 10 თანამედროვე ქართულ, 4 – კინოკლასიკას და 8 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ.
პროექტი საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის BIAFF ფარგლებში, კინოფესტივალამდე (აგვისტო) და კინოფესტივალის შემდეგ (ოქტომბერი) კინოჩვენებების ორგანიზებას ითვალისწინებს.
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი