ბათუმის ბულვარი გარემოს საგანმანათლებლო ფონდთან (FEE) თანამშრომლობას იწყებს:
ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ შაფერი პროექტების შესახებ პრეზენტაციას 7 მარტს ბათუმში გამართავს.
ბათუმის ბულვარის მთავარი მიზანია „ლურჯი დროშის“ პროგრამაში გაწევრიანება.
„ლურჯი დროშა“ ეკოლოგიურად სუფთა სანაპიროს და საპლაჟო ინფრასტრუქტურას, გარემოს დაცვის მიმართულებით განათლების და უსაფრთხოების ამაღლებას ნიშნავს.
წყარო: ბათუმის ბულვარი