ბათუმი „World Travel Awards’-ზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი).
ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote შეუძლია.
გამარჯვებული 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
იხილეთ ინფორმაცია სრულად https://goo.gl/stv2rB