ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით ბაკურიანში ველორბოლა გაიმართა. ტურნირში 30 პროფესიონალი და მოყვაარული ველომრბოლელი მონაწილეობდა, სამთო ველო სპორტში შეჯიბრი დიდველის ველობილიკზე მოეწყო. ტურნირის მონაწილეებს რთული რელიეფური მონაკვეთების დაფარვა მოუწიათ. შეჯიბრში 3 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ სპეციალური პრიზები გადაეცათ. ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე ათი წლის არის. ველორბოლას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.
ველორბოლის დასრულების შემდეგ ველოტრეისერების შოუ მოეწყო. ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდა, მთელი დღის განმავლობაში სპორტსმენების და მაყურებლების განწყობაზე ზრუნავდა DJ.
ბაკურიანში სპორტული შეჯიბრის გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და ველოსპორტის ექტრემალური სახეობის ხელშეწყობა. 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბაკურიანში ველოპარკი მოეწყო. ველობილიკი არ კვეთს სასრიალო ტრასებს, ველობილიკებზე გადაადგილება უსაფრთხოა და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.