ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

თავისუფალი სტილით (ფრისტაილით) სრიალში თხილამურით და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება.
საბაგიროების მშენებლობა და ყველა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის. ეს იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაუმჯობესებული სერვისებით მოემსახურება ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას.

წყარო: ქართული ოცნება