ავტოსტოპი – მეტი, ვიდრე ცხოვრება!

თავიდან თითქოს გეშინია გააკეთო ის, რაც არ გაგიკეთებია. როცა გემოს გაუგებ, მერე ლომკა იცის ხოლმე. პირველად ღიმილით, “მაფიოზით” და ხელის მხრის სიგანაზე გატოლებით დაიწყო, მაღლა აბრუნებული ცერა თითით, რომელიც ნიშნავს-გამიყოლე, კეთილო ადამიანო, მეც იქით მოვდივარ და მოვინათლე აუტოსტოპერად. ლომკა მქონდა, ჰოდა გავსტოპე. დღეს პირველაად ვიგრძენი ანტიპათია-ჩამოცერავებული თითით, მაგარამ იმდენ პოზიტივს და სითბოს იღებ ადამიანებისგან, ერთს რა უჭირს. სწავლობ სხეულის ენასაც და სხვადასხვა მიმიკით და ხელების მოძრაობით ხვდები გზაზე მიმავალ მძროლს რისი თქმა უნდა: მალე უნდა გადაუხვიოს თუ არა გზიდან, ადგილი აქვს თუ არა და ა.შ.

მთავარი ძალა ღიმილშია. ავტომობილებს არასდროს ვაქცევ ზურგს და ბუნებას მონატრებული სახით შევყურებ, რაც მალევე ამართლებს ხოლმე. ხდება ისეც, რომ ბევრი სიარულისგან, ბებერები გასკდება, სახეც გეღრინჯება და იმედიც გეწურება ხოლმე და სწორედ ამ დროს გადაწურული იმედი ცრუვდება.

ისეც ხდება, რომ გაგიჩერებენ მანქანას, მადლობას ეუბნები და გაკვირვებული გიყურბენ და დანიშნულების ადგილას, რომ მიგიყვანენ, მიხვდები, რომ უტრაფარეტო ტაქსი ყოფილა, ასე დამემართა გორში…

მიმგზავრია კამაზის კუზითაც და თითქოს ყველა ხის ტოტს  შენი ცემა მოსდომებია, ხილ-ბოსტნეულის საბარგულში კი შენც მათი ელფერი დაგდებია. მანქანის მოცულობას აზრი არ აქვს, მაინც ეტევი ხოლმე…

ყოფილა შემთხვევა, ბევრი კილომეტრის გავლის შემდეგ მანქანა გაუჩერებიათ და 10 მეტრში გაფუჭებულა, რომელიც შენი დამხმარე ვეღარ ყოფილა და აქეთ შენ ხდებოდი მისი ერთადერთი იმედი…
გხვდებიან ისეთებიც, რომლებიც ხშირად გხვდებიან და დანათესავების პერსპექტივებიც ჩნდება.

გხვდებიან ისეთები, რომლებიც დამშეულს ჩურჩხელით გაგიმასპინძლდებიან… შემდეგ იმის მანქანაში ყურსასმენი დაგრჩება და რატომღაც სახელი და გვარი, რომ გაქვს ნათქვამი მანქანში გაცნობა-გასაუბრებისას, მომავალი შეხვედრის და ყურსასმენის დაბრუნების მიზეზი ხდება.

ავტოსტოპი მგზავრობის ნამდვილად კარგი საშუალებაა, ადგილებს უკეთ იმახსოვრებ და ცოცხალი “gps” ხდები, ერთგვარი ექსტრემიცაა-არ იცი, როგორ გაგაქროლებს დამხვდური და რომელი შოკოლადით გაგიმასპინძლდება, არ იცი რამდენ ანეგდოტს მოგიყვება და გაგაღიმებს “ანწლის ბუკეტივით”…ჰოდა ესეც ასე…ბედნიერება უბრალო მუღამებშია!