All Posts By

Tourism Center

  • Home
  • Tourism Center

Facebook-ზე კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ დაიწყო

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის  აქტიური კამპანია წამოიწყეს.   ჯგუფის ადმინისტრატორების განცხადება: “ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას, და გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია გაატარე...

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა, რომელიც დღემდე დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე...

ქალაქ თბილისის იერსახის დამახინჯება დასჯადი ხდება

ქაოტური განაშენიანება და სამშენებლო პირობების არსებითი დარღვევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. მომზადდა ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი განხილავს, შესაბამის ნორმებს, კრიტერიუმებს შეიმუშავებს და საბოლოოდ კანონის სახეს მიიღებს. დაგეგმილი ცვლილებებით, შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე მასში ცხოვრება და...

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი ოფიციალური გახსნა

მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი.“   საზეიმოდ  გაიხსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გენერალური დირექტორი ფრედ სმიტსი,  Marriott International“-ის აღმოსავლეთ...

იაფი ავიაბილეთები – Aviabiletebi.org

თუ გიყვართ მოგზაურობა და დაგეგმვის დროს ხარჯავთ დიდ დროს სასურველი ავიაბილეთის შეძენაზე, მაშინ, aviabiletebi.org დაგეხმარებათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ფრენა, სასურველ თარიღში, ყველაზე იაფად. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთ სივრცეში გაერთიანებულია 728 ავიაკომპანია, მათ შორის,...

ახალი სასტუმრო ძველ თბილისში

თბილისს ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა.  სასტუმრო „სოლე პალასის“ გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო. 54 ნომრიანი სასტუმრო „სოლე პალასი“ ძველ თბილისში ცურტაველის ქუჩაზე მდებარეობს. სასტუმროს  საკონფერენციო...

ტურიზმისა და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია

სასტუმრო „Radisson“-ში ტურიზმისა და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა თამარ ხახიშვილმა. მისი განცხადებით, ეკოტურიზმს უმნიშვნელოვანესი...

ბათუმს, კასპსა და გურჯაანს რეგიონული ინოვაციების ცენტრები შეემატება

ბათუმს, კასპსა და გურჯაანს რეგიონული ინოვაციების ცენტრები შეემატება. რეგიონული ინოვაციების ცენტრებში, ისევე როგორც თბილისის ტექნოპარკში, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა როგორც მათი პროექტების განსახორციელებლად საგრანტო დაფინანსებაში, ასევე ექსპერტების ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლაში. რეგიონული ჰაბების...

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ CNN-ზე სარეკლამო კამპანია დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტელეარხზე CNN სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველოს შესახებ კამპანია მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის სეზონს და ზამთარს.   საიმიჯო კამპანია CNN-ზე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი....

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ტურისტული სერვისების დანერგვა და განვითარება დაიწყო

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასწავლო კურსი  „შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირებისთვის ტურისტული სერვისების დანერგვა და განვითარება“  დაიწყო. ტრენინგი განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის ტარდება და და საქართველოს  15 ქალაქსა და დაბას მოიცავს: თბილისი, ბათუმი, მესტია, წყალტუბო,  გორი, მარნეული, თეთრიწყარო, ონი, ამბროლაური, ოზურგეთი, თიანეთი, ბაკურიანი, სტეფანწმინდა,  ახალციხე და  ანაკლია. თითოეულ ქალაქსა და...