ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კასპში ტექნოპარკის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ტექნოპარკის პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ტექნოპარკთან ერთად ასევე პროფესიული სასწავლებელიც გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას...
ხეზე გადმოხატული შინაგანი სამყარო. გაიცანით ხელოვანი – მაგდა სოლოღაშვილი
გაიცანით ბუნებაზე შეყვარებული მაგდა სოლოღაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ხისგან დეკორაციებს ქმნის. ხელოვანისთვის მთავარი ინსპირაცია ბუნება, ჩიტები, მზე, შემოდგომა,სიმშვიდეა. ეს კი მკაფიოდ არის გამოხატული მის ნამუშევრებში. ინტერვიუში გაიგებთ მაგდას ნამუშევრების, “Birdie“-ის შექმნის მოტივისა და...
გაიცანით ტურისტული კომპანია – “Discover Georgia”
1. მოკლედ მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. როდის დაარსდა კომპანია და რა იყო მთავარი მიზანი? ტურისტული კომპანია Discover Georgia დაარსდა 2011 წელს. თავდაპირველად, კომპანიის მთავარი მისია, მიზანი და ხედვა იყო მიმართული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისკენ. ორი...
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „რუსთავისა“ და მისი სტრუქტურული ერთეულის – ხელოვნების აკადემია „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა: შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სარეპეტიციო...
ნათია თურნავამ ქალაქ გურჯაანში ტექნოპარკი ოფიციალურად გახსნა
ქალაქ გურჯაანში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკი ოფიციალურად გახსნა. გურჯაანის ტექნოპარკი საქართველოს მასშტაბით რიგით მეექვსეა. ტექნოპარკების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური...
რაჭაში აქტიური რთველია, მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს
12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 600 ტონამდე მუჯურეთული და ალექსანდროულია გადამუშავებული. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს. წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, მუჯურეთულისა და...
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს ახალი კატეგორია ემატება. ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება მარიამჯვრის მოსაზღვრე 4935,8 ჰა ტერიტორიას. ცივ-გომბორის აღვკეთილის დაარსების მიზანი ტერიტორიაზე წარმოდგენილი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის კეთილშობილი ირმის, მურა დათვის და მერქნიანი სახეობების მაღალმთიანი მუხისა...
საქართველოში 273 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
16 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში გადამუშავებულია 2100 ტონა ყურძენი. წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელიან. ამ ეტაპზე, კახეთში 270 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველი კახეთში...
გაიცანით თამარ დავითულიანი, რაჭის სოფელ სადმელში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო “გარემო“ – ს თანადამფუძნებელი
1. მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ არის თამარ დავითულიანი? მე ვარ თამარ დავითულიანი, 27 წლის, „გარემო“ – ს თანადამფუძნებელი. დავიბადე და გავიზარდე რაჭაში, შემდეგ ტრადიციულად წავედი თბილისში სწავლის გასაგრძელებლად და დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის განხრით....
ქართული ტრადიციული საოჯახო სასტუმრო – „მხატვრის სახლი“ რაჭაში
სტატიაში გაეცნობით ოჯახს, რომელმაც მიატოვა თბილისი და რაჭაში, ტყის პირას გახსნა საოჯახო სასტუმრო და გააფორმა ქართული ტრადიციული ავეჯით და ფერწერული ნამუშევრებით. მოგვიყევით თქვენს შესახებ. ჩვენ გვაქვს საოჯახო სასტუმრო რაჭაში, ონში. მივატოვეთ თბილისი, წამოვედით რაჭაში...