All Posts By

Tourism Center

  • Home
  • Tourism Center

როგორ გამოიყურება ლიკანის ორანჟერეა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიკანში მდებარე ორანჟერეას 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ორანჟერეის ნაგებობა ერთსართულიანია და დასავლეთ-აღმოსავლეთი გრძივი მიმართულების...

გორში ახლადრეაბილიტირებულ ,,ერეკლეს აბანოს” დარბაზში გამოფენა მოეწყო

ათწლეულების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილმა ერეკლეს აბანომ ახალი სიცოცხლე შეიძინა – ,,ევროპის დღეების“ ფარგლებში შენობის ახლადრეაბილიტირებულ დარბაზში გორელი მხატვრის კახაბერ თოფჩიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. კახაბერ თოფჩიშვილი თანამედროვე გორელი ილუსტრატორი, ფერმწერი და გრაფიკოსია. მისი ნამუშევრები განთავსებულია...

ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოში

ამერიკელი ღვინის პროფესიონალების 9-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფება. ჯგუფს ხელმძღვანელობს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,TastingWorks’’-ის დამფუძნებელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი და მის შემადგენლობაში შედიან სომელიეები და ღვინის იმპორტიორები. ვიზიტი თბილისში დეგუსტაციით („Speed tasting”) დაიწყო,...

ქვევრის ღვინის წარდგენა ბერლინის გამოფენაზე

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW WINE” (The Artisan Wine Fair) ქვევრის ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე ,,RAW WINE” ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს...

ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აბასთუმანში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისტორიული სახლების რეაბილიტაცია და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია. აბასთუმანში ისტორიული სახლების პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, ღირებულება კი დაახლოებით 3.7 მილიონი...

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის მორიგი საერთაშორისო აღიარება

იტალიის მეღვინეობით ცნობილ  პიემონტეს რეგიონში გამართულ ღონისძიებაზე  „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის“ საპატიო სიგელი საქართველოს გადაეცა. საზეიმო ღონისძიება  ისტორიული ციხესიმაგრე „Grinzane Cavoir“-ში ჩატარდა და მასზე მოწვეული იყვნენ იტალიის პიემონტეს რეგიონის...

Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო იტალიიდან ოთხ გამოფენას მასპინძლობს

2018 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს მსოფლიოს შედევრებს იტალიიდან. გამოფენა „ტიციანი – ფერთა ოსტატი: მადონა ყრმით“ 2018 წლის 15 მაისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ტიციანის ფერწერის სტილი გულისხმობდა საღებავის...

ქართული ქვევრი ბრაზილიის ახალ საფოსტო მარკაზე

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოსცა. მარკაზე გამოსახულია საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი და განთავსებულია შემდეგი წარწერები: „საქართველო ღვინის აკვანი“ და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100...

ამერიკელი ჟურნალისტების ვიზიტი საქართველოში

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’-ის ორგანიზებით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით პოპულარული გამოცემების – ‘“Wine and Spirits“ და „Dow Jones” ჟურნალისტები ეწვიენ. ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლში, იმერეთში,...

ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც დაცულ ტერიტორიებზე მათ შორის, ინფრასტრუქტურული...