გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა.
სამშენებლო სამუშაოები მოიცავს: არსებული გზების რეაბილიტაციას, საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკის და პარკირების მოწყობას. პროექტში გათვალისწინებულია ხუთ წერტილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობაც.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აღემატება.
წყარო: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/Tourismcenter.ge/