საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე 2018 წელს ატენის სიონის ინტერიერის (დასავლეთი და სამხრეთ აფსიდები) ქვის საკონსერვაციო სამუშაოების I ეტაპი დასრულდა.
ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა ქვათა შორის არსებული ცარიელი ადგილების გასუფთავებას ჰაერის ჭავლით.. ინტერიერში სამხ.აფსიდისა და თაღის ქვების ჩაბმას ძირითად კონსტრუქციაზე და ინექტირებას. ამოივსო საპირე წყობის ქვებს შორის არსებული ნაკერები და ბზარები.მოხდა დას. და სამხრეთი აფსიდის ქვების კონსერვაცია.
პროექტს ხელმძღვანელობდა ნანა კუპრაშვილი. სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ სარესტავრაციო ჯგუფის წევრები.
პროექტის ხელმძღვანელი: Nana Kuprashvili
სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: ალექსანდრე რუბაშვილი Sander Sandrinio
კონსულტანტი: სტეფანო ვოლტა
სარესტავრაციო ჯგუფი: ბექა ლომიძე, გიორგი ნავროზაშვილი , ფიქრია ფოცხვერაშვილი, მარიამ მიქელაძე